მომსახურების წესები და პირობები
TRE.GE-ზე თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალური, საქართველოს რკინიგზის მატარებლის ბილეთები.
თითოეული ბილეთის შესაძენად საჭიროა მგზავრის პირადი ინფორმაციის შევსება, მათშორის პირადი ნომრის. ბილეთების შესაძენად განსაზღვრული დრო არის 10 წუთი და მოწოდებული ინფომრაციის სისწორეზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი. არასწორი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპოსპორტის ინფორმაციის მითითების შემთხვევაში მგზავრი არ დაიშვება მატარებელში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მართებულად შეავსოთ ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რადგან ელექტრონული ბილეთი გამოიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფრომაციაზე.
თქვენ შეგიძლიათ ბილეთის შეძენა როგორც ვებ გვერდზე რეგისტრაციით ისე რეგისტრაციის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ დარეგისტრირების გარეშე ბილეთის შეზენის შემთხვევაში თქვენი აქტიური ბილეთის ბმული იქნება გამოგზავნილი SMS-ით და ელ.ფოსტის მისამართზე და არ გექნებათ მასთან წვდომა ვებ გვერდის პროფილში.
ბილეთის შესაძენად, პირველ რიგში, ირჩევთ სასურველი მიმართულების ქალაქებს, უთითებთ გამგზავრების და დაბრუნების თარიღს, მგზავრების რაოდენობას და ეძებთ. მოძებნილ სიაში ირჩევთ სასურველ რეისს და განაგრძობთ ბილეთების შეძენას. შემდეგ ეტაპზე ავსებთ მგზავრების სახელხ, გვარს, პირად ნომერს და გადადიხართ გადახდაზე.
თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე ბილეთის ყიდვა მხოლოდ ერთი მგზავრის პირადი ნომრით. აუცილებელია, რომ ის პიროვნება, ვის სახელზეც არის გაფორმებული ყველა ბილეთი, იყოს ერთ-ერთი მგზავრი.
ჩვენთან ბილეთის შეძენის შემთხვევაში, მატარებელში შესვლისას გჭირდებათ მხოლოდ მგზავრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
ბილეთის დაბრუნება
ბილეთის დაბრუნებისას მოქმედებს საქართველოს რკინიგზის დაბრუნების წესები და შესაძლებელია მატარებლის გასვლამდე სამი საათით ადრე.
კონფიდენციალურობა
რეგისტრაციის და/ან ბილეთის შეძენის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი პირადი ინფორმაცია არის დაცული და რეგულირდება „საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“ მიერ.
გადახიდს დროს მითითებული ყველა ინფორმაციის დამუშავება ხდება შესაბამისი ბანკის მიერ, სპეციალურად დაცულ სისტემაში და TRE.GE-ს არ აქვს მასთან წვდომა.